ქართველი რაპირით მოფარიკავე ანანო ჯინჭარაძე ბულგარეთის ქალაქ შუმენში გამართული საერთაშორისო ტურნირის - EFC European Circuit U14-ის ჩემპიონია.
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველმა სპორტსმენმა ფინალურ ასპარეზობაში რუმინელი მეტოქე მარია ლეონტე (15:9) დაამარცხა.
ანანო ჯინჭარაძემ საერთაშორისო ტურნირზე შარშანაც გაიმარჯვა. მან თბილისში გამართული ,,ბასის თასი'“ მოიგო.