logo_geo
eng_logo
რა იგეგმება გელათის გადასარჩენად და მისი ახალი სიცოცხლისათვის
- +

4 ივნისი. 2023. 23:25

 

 

„იმედის კვირა“ გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის საკითხებით დაინტერესდა.

 

ახლახან გელათში მსოფლიოში აღიარებული ორგანიზაცია „სტუდიო პროჯეტაციონე ე კონტროლეს“ იტალიელი სპეციალისტები იმყოფებოდნენ და იქ არსებულ ვითარებას გაეცნენ.

 

გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ არქიმანდრიტმა კირიონმა ისაუბრა, მომავალში თუ რა სამუშოებია განსახორციელებელი კომპლექსის რეაბილიტაციისთვის.

 

„დღეს გადარჩენის გზა არის ეს, რომ გადაიხუროს გელათი ერთიანი გადახურვის ქვეშ, აიხსნას ტაძრის მკლავებიდან მოჭიქული კრამიტი, ამოვიდეს კირ-დუღაბის მასა და ტაძრის სტრუქტურამ დაიწყოს შრობა და სუნთქვა. ჩვენმა სპეციალისტებმა გვითხრეს, რომ ამას დაახლოებით, 3-დან 5 წლამდე დასჭირდება“, - განაცხადა არქიმანდრიტი კირიონმა.

 

საპატრიარქომ გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის პროცესის მართვა გადაიბარა. გაჩნდა ერთიანი ხედვა, ჩამოყალიბდა გელათის მართვის დროებითი კომიტეტი. საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო მსოფლიოში აღიარებული უცხოელი სპეციალისტებით, ხოლო ადგილობრივი სამეცნიერო საბჭო კულტურული მემკვიდრეობის დარგში მოღვაწე ქართველი მეცნიერებითაა დაკომპლექტებული. იუნესკოს რეკომენდაციების გათვალისწინებით, ძეგლის შენარჩუნება - ეს კომიტეტის მთავარი მიზანია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner