logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: პრემიერის განცხადებაში ახალი არაფერი იყო. ეს აგრესიის გამართლება კი არ არის, არამედ რუსეთი მუდმივად აცხადებდა, რომ მისთვის წითელი ხაზები სადღაც გადის
- +

5 ივნისი. 2023. 00:12

 

 

კიშინიეუში, იმავე კონფერენციაზე თქვა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, რომ უკრაინის სწრაფვა ევროკავშირისკენ იყო სწორედ ის მიზეზი, რისთვისაც პუტინმა აგრესია განახორციელა. ევროკავშირის გამო დაიწყო პუტინმა აგრესია ეს მისაღები განცხადებაა და NATO-ს გამო დაიწყო აგრესია ეს განცხადება მიუღებელია? ძალიან ორმაგი სტანდარტია“, - განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა, სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადების კომენტირებისას.

 

„რუსეთმა ამით ახსნა თავის აგრესია, რომ არ დაუშვებდა NATO-ს გაფართოებას. ეს არ იყო ის, რაც მხოლოდ ღარიბაშვილმა თქვა. იგივე თქვა დასავლეთში ცნობილმა პოლიტოლოგმა და ყოფილმა პოლიტიკოსმა ჰენრი კისინჯერმაც. მან თქვა, რომ რუსეთმა გამოაცხადა, არ დაუშვებდა NATO-ს გაფართოებას და ჯერ კიდევ 2014 წელს ვამბობდი, რომ სიფრთხილე იყო საჭიროო. გასული წლის მარტში იგივე აქვს ნათქვამი მაგალითად, უკრაინის პრეზიდენტსა და არა ერთ ევროპელ პოლიტიკოსს. ასე, რომ აქ ახალი არაფერი იყო. ეს გამართლება კი არ არის აგრესიის, არამედ რუსეთი მუდმივად აცხადებდა, რომ მისთვის წითელი ხაზები გადის სადღაც. საერთაშორისო საზოგადოების პასუხი ყოველთვის იყო, რომ ვინ, რომელ ალიანსში გაწევრიანდება, ეს არავის საქმე არ არის და ამ შემთხვევაში, NATO ყურადღებას არ მიაქცევს იმას, თუ რას იტყვის პუტინი. კიშინიეუში, იმავე კონფერენციაზე თქვა ფონდერლაიენმა, რომ უკრაინის სწრაფვა ევროკავშირისკენ იყო სწორედ ის მიზეზი, რისთვისაც პუტინმა აგრესია დაიწყო. ევროკავშირის გამო დაიწყო პუტინმა აგრესია ეს მისაღები განცხადებაა და NATO-ს გამო დაიწყო აგრესია ეს განცხადება მიუღებელია? ძალიან ორმაგი სტანდარტია“, - განაცხადა სუბარმა.

 

ბრატისლავის უსაფრთხოების ფორუმზე ირაკლი ღარიბაშვილმა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მიზეზებზე ისაუბრა და ერთ-ერთ ასეთ ფაქტორად უკრაინის NATO-ში გაწევრიანებისკენ სწრაფვა დაასახელა. მის ამ განცხადებას რადიკალური ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა. თუმცა, იმაზე, რომ უკრაინაში ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ NATO-ს გაფართოების პერსპექტივაა, მსოფლიო ლიდერები მუდმივად საუბრობენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner