საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელ ტვიტერში წერს:
„ისე ცნობისათვის, ჩეჩნეთის ნომრები, 95-ე რეგიონია ბოლოში. ესენი კიდევ, 77-ე რეგიონი. ანუ მოსკოვი. იქ სადაც ლიაკამ, სანდრო რაქვიაშვილის დამ, გრიშა ვაშაძემ, პაპუნა ჯანელიძემ და სხვა ორთოდოქსმა ნაცებმა და მათთან აფილირებულმა ტიპებმა მგიმო დაამთავრეს. ესაა სიმართლე, ბატონებო“, - წერს გიორგი გამსახურდია.