logo_geo
eng_logo
პროკურატურამ დემურ სტურუას დედის საქმესთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავა
- +

4 სექტემბერი. 2016. 00:12

 

 

საქართველოს პროკურატურა დემურ სტურუას დედის, ნონა ჯოჯუას საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.



„საქართველოს  პროკურატურის მიერ, მოწმეზე ზემოქმედების განხორციელების ფაქტზე  ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა დავით ნაცვლიშვილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372- მუხლის მესამე ნაწილით.

 

გამოძიებით  დადგინდა, რომ 2016 წლის 3 სექტემბერს, დაახლოებით  03:00 საათზე, გარდაცვლილ დემურ სტურუას  დედასთან  ნონა ჯოჯუასთან  საცხოვრებელ სახლში მივიდა მისი ნაცნობი, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი დავით ნაცვლიშვილი და დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე ჩვენების შეცვლის მიზნით მასზე  და  მის შვილზე - მოწმე დავით სტურუაზე განახორციელა იძულება ფიზიკური ძალადობით

მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372- მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ხუთიდან რვა წლამდე  თავისუფლების აღკვეთას  ითვალისწინებს",-აღნიშნულია განცხადებაში.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner