ოკუპირებულ აფხაზეთში, იუფშარის კანიონში კლდის ჩამოშლისას რუსი „ტურისტი“ დაიღუპა, - ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტრო იუწყება.
განცხადებაში აღნიშნულია, კლდის ჩამოშლისას ქვები იმ ავტომობილს დაეცა, რომელშიც რუსი იმყოფებოდა.
შემთხვევისას დაშავდა კიდევ ერთი რუსი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.