logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე ელენე ხოშტარიაზე: საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობისთვის „30 ვერცხლს“ იღებს ოკუპანტის სახელმწიფო ბიუჯეტიდან
- +

5 ივნისი. 2023. 13:04

 

 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „კურიერის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას ოჯახს რუსეთიდან 22 მაისს ორნახევარ მილიონზე მეტი რუსული რუბლი ჩაერიცხა.

 

ანალიტიკოსის თქმით, ხოშტარიას ამორალურობასა და ფსევდოპატრიოტიზმზე საუბარი უაზრობაა, რადგან მას დიდი ხანია სინდისი გაცვლილი აქვს რუბლებში.

 

„რუსეთის სასარგებლო იდიოტმა იელენა გეორგიევნა ხოშტარიამ მორიგი „პადაჩკა“ მიიღო მოსკოველი დამკვეთებისგან - 22 მაისს 2,5 მილიონზე მეტი რუსული რუბლი (დაახლოებით $31 ათასი) ჩაერიცხა. ლяკა ხოშტარიას ამორალურობასა და ფსევდოპატრიოტიზმზე საუბარი უაზრობაა, რადგან მას დიდი ხანია სინდისი გაცვლილი აქვს რუბლებში. საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობისთვის „30 ვერცხლს“ იღებს ოკუპანტის სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ჰყავს მიმდევრების რაღაც მარგინალური ჯგუფი, რომელიც მიბმულია მასთან ან ტოტალური უვიცობით ან ანგარებით. 5 მლნ რუბლი რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან - „კურიერის“ ინფორმაციით, ელენე ხოშტარიას ოჯახს რუსეთიდან 22 მაისს 2.5 მლნ-ზე მეტი ჩაერიცხა”, - წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner