ექსპერტი გია გაბრიჭიძე ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ დავით კეზერაშვილის ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ ლობისტური კომპანიის დაქირავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.
„FARA-ში გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, ლობისტური კომპანია „ფორმულას“ გარშემო შექმნილ ვითარებაზე ინფორმაციას ამერიკულ მედიას, ანალიტიკურ ცენტრებსა და ორგანიზაციებს მიაწვდის. ჯამში ტელევიზია 420 ათას დოლარს იხდის. კაი, ვთქვათ და მიაწვდის. მერე? ისინი, ვისაც ინფორმაციას „მიაწვდიან“, თავიანთ ტელევიზორებს „ფორმულაზე“ გადართავენ, თუ შეწუხებული სახეებით „ნწ, ნწ, ნწ, ეს რა ხდებაო“ იტყვიან და რაღაც სისულელეს დაწერენ? სააკაშვილს ხომ მაგრად „დაეხმარა“ ის ლობისტური ორგანიზაცია, უზარმაზარი მაყუთი რომ აახია გიულას და ამათაც მაგრად უშველიან. ამერიკაში არ გამიშვებენ, თორემ რამე ლობისტურ კომპანიას გავხსნიდი, მაგრამ არ ვევასები ამ დეგნანს და რა ვქნა?“ - წერს გია გაბრიჭიძე ფეისბუქზე.