logo_geo
eng_logo
კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მწვანე საფარის მოწესრიგებისა და დასუფთავების აქცია მიმდინარეობს
- +

5 ივნისი. 2023. 13:22

 

 

გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, თბილისის მერიის შპს „თბილსერვის ჯგუფისა“ და შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ მიერ კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მწვანე საფარის მოწესრიგებისა და დასუფთავების მასშტაბური აქცია მიმდინარეობს.

 

კუს ტბის გარშემო არსებულ გამწვანებულ ფერდობებზე მწვანე ნარგავების სხვლა-ფორმირებისა და ბალახის გათიბვის სამუშაოებს „ეკოსერვის ჯგუფი“ ახორციელებს. „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები კი აღნიშნულ ტერიტორიას ორი დღის განმავლობაში დაასუფთავებენ.

 

სამუშაოების მიმდინარეობას „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია, ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე და „ეკოსერვის ჯგუფის“ დირექტორის მოადგილე ვახტანგ ტალახაძე  გაეცნენ.

 

„5 ივნისი გარემოს დაცვის მიმართულებით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი დღეა. სწორედ ამიტომ შევარჩიეთ მასშტაბური სამუშაოებისთვის ეს დღე, რომ კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ მოქალაქეებს, გავუფრთხილდეთ გარემოს და ნუ დავანაგვიანებთ რეკრეაციულ სივრცეებს. ღონისძიებაში, საერთო ჯამში, ჩართულია 130 თანამშრომელი და 11 ერთეული სპეცმანქანა“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.

 

გარემოს დაცვის მსოფლიო დღე, გაერო-ს ინიციატივით, 1972 წლიდან აღინიშნება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner