„ტელეკომპანია „ფორმულამ“ ამერიკული ლობისტური კომპანია დაიქირავა! კაცმა რომ თქვას, რა მოხდა მერე, მაგრამ მოხდა: ამ ინფორმაციას ვიგებთ FARA-ს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტიდან, სწორედ ისეთი კანონის მიხედვით, რომელიც აშშ-ში მოქმედებს, ჩვენთან კი იმიტომ დაიბლოკა, რომ რუსული კანონი შეარქვეს“, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.
როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, ლობისტური კომპანია „ფორმულას“ გარშემო შექმნილ ვითარებაზე ინფორმაციას ამერიკულ მედიას, ანალიტიკურ ცენტრებსა და ორგანიზაციებს მიაწვდის. სხვა გზა არ აქვთ, ამერიკლებს უნდა სთხოვონ დახმარება, რადგან საქართველოში ეს ტელევიზია ვერ „ქაჩავს“.
„ტელეკომპანია „ფორმულამ“ ამერიკულ ლობისტური კომპანიის დაიქირავა! კაცმა რომ თქვას, რა მოხდა მერე… მაგრამ მოხდა: ამ ინფორმაციას ვიგებთ FARA-ს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტიდან, სწორედ ისეთი კანონის მიხედვით, რომელიც აშშ-ში მოქმედებს, ჩვენთან კი იმიტომ დაიბლოკა, რომ რუსული კანონი შეარქვეს! ლობისტური კომპანია „ფორმულას“ გარშემო შექმნილ ვითარებაზე ინფორმაციას ამერიკულ მედიას, ანალიტიკურ ცენტრებსა და ორგანიზაციებს მიაწვდის! სხვა რა გზა აქვთ, ამერიკელებს უნდა სთხოვონ დახმარება, აბა აქ საქართველოში ეს ტელევიზია ვერანაირად ვერ „ქაჩავს“ და ისევ უცხოელები უნდა ჩაერიონ თორემ უკვე ყველანაირად გაკოტრების პირასაა, პოლიტიკურად, ფინანსურად, მორალურად.
ლობისტურ მომსახურებაში დავით კეზერაშვილი „ფორმულასთვის“ 420 ათას დოლარს გადაიხდის... ქვეყნიდან გაქცეული, ბრალდებული, პლუს ევროპელი პენსიონერების ძარცვაში ეჭვმიტანილი პირი, თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის ამხელა თანხას იხდის და ამერიკელებს კითხვები არ უჩნდებათ? თუმცა ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, ამ ბოლო დროს ამერიკული ლობისტური კომპანიები დიდი წარმატებით ვერ გამოირჩევიან: გიული ალასანიამაც მიხეილ სააკაშვილზე მილიონები დახარჯა, რაც კრახით დასრულდა. კრახით ამათთვის, თორემ ლობისტებმა მშვენივრად შეირგეს ის ფული. ვერც კეზერაშვილს გაათეთრებს ეს ფული და არა მგონია, ტვ „ფორმულასაც“ რამე უშველოს“,- წერს ნიკოლეიშვილი ფეისბუქზე.