logo_geo
eng_logo
„საქართველოს ბანკი“ „Global Finance“-მა ხელოვნური ინტელექტის კატეგორიაში გამარჯვებულად დაასახელა
- +

5 ივნისი. 2023. 13:39

 

 

საერთაშორისო გამოცემა „Global Finance“-ის მიერ „საქართველოს ბანკი“ „AI-ს მიმართულებით ფინანსურ სექტორში 2023 წლის ინოვატორების“ კატეგორიაში  „ქართული მეტყველების ტექნოლოგიების“ განვითარების პროცესში შეტანილი წვლილისთვის გამარჯვებულად დასახელდა.

 

საქართველოს ბანკი პირველი ფინანსური ინსტიტუტია ქვეყანაში, რომელიც „ქართული მეტყველების ტექნოლოგიების“ განვითარებაზე მუშაობს და მიზნად ისახავს ქართული ენის გაციფრულებას.

 

ბანკმა, ამ მიმართულებით, აქტიურად მუშაობა 2020 წლიდან დაიწყო. მისი საქმიანობის არეალი კი მოიცავს აზრის გაგების, ზეპირი მეტყველების გატექსტებისა და კითხვა-პასუხის რეჟიმის ავტომატიზებას. აღნიშნულ ინსტრუმენტებს ბანკი ყოველდღიური საქმიანობის პროცესებში ნერგავს, რისი მეშვეობითაც მუდმივად ავითარებს და ხვეწს  ტექნოლოგიებს.

 

„დღეს, ტექნოლოგიურ ეპოქაში, ქართულ ენაზე მოსაუბრეთა მცირე რიცხვის გამო, ქართული ენა ხშირად რჩება გიგანტური კომპანიების ყურადღების მიღმა. ამიტომ, საქართველოს ბანკმა, როგორც წამყვანმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ, აქტიურად დაიწყო მუშაობა ქართული ენის გაციფრულებაზე, რითაც მას ახალ ფუნქციურ როლსა და სიცოცხლეს შესძენს, აქცევს სრულად ტექნოლოგიებზე მორგებულ ენად და დაიცავს ციფრულ სამყაროში დაკარგვის საფრთხისგან. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ძალისხმევა ისეთმა გავლენიანმა გამოცემამ აღიარა, როგორიც „Global Finance“-ია. აღნიშნული ჯილდო ხაზს უსვამს ჩვენი ინიციატივის მნიშვნელობას, შევიტანოთ წვლილი ქართული ფინანსური ტექნოლოგიების სფეროს განვითარებაში. ყოველი ახალი საერთაშორისო აღიარება კი გვაძლევს მოტივაციას, რომ არ გავჩერდეთ“, - აღნიშნავს „საქართველოს ბანკის“  მონაცემთა კვლევითი ლაბორატორიის ხელმძღვანელი ირაკლი გოგატიშვილი.

 

2023 წლის გლობალური ინოვატორების ჯილდოს ფარგლებში, „Global Finance“-ის საერთაშორისო გუნდმა წელს მეთერთმეტედ შეაფასა ბანკების, ორგანიზაციების და ფინტექ კომპანიების პროდუქტები და სერვისები.

 

ინოვატორების ჯილდოს  მფლობელები კი ის კომპანიები გახდნენ, რომლებიც ქმნიან ახალ, ინოვაციურ პროდუქტებსა და ინსტრუმენტებს, რომელიც ხელს უწყობს ტექნოლოგიურ განვითარებას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner