„გარდა იმისა, რომ უკრაინაში ყველა ოპოზიციური პარტია თუ მედია დახურულია, ზეწოლას ვერც ჟურნალისტები გადაურჩნენ, რა თქმა უნდა, უკრაინელ ჟურნალისტებზე შეტევა მეტია, ვიდრე უცხოელებზე, მაგრამ მათზეც უპრეცედენტო ზეწოლა ხორციელდება“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა გამოცემა „Semafor“-ის სტატიას, რომელშიც ამერიკელი ჟურნალისტი ბენჯამინ სმიტი წერს, რომ ჟურნალისტები, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრას აშუქებენ, უკრაინის ხელისუფლებასთან კონფლიქტში იმყოფებიან, ვინაიდან, ჟურნალისტური მასალების ფორმირებისთვის, უკრაინის საზედამხედველო ორგანოები მათ აკრედიტაციებს იყენებენ.
ფოჩხუას თქმით, არასასურველი ინფორმაციის გაჟონვისთანავე, უკრაინის ხელისუფლება აკრედიტაცის უჩერებს ჟურნალისტებს, მათ შორის, ისეთი გავლენიანი გამოცემებიდან, როგორიცაა, CNN, NBC, „The New York Times“ და ა.შ.
„უკრაინაში რომ ვერ არის საქმე ისე, როგორც წარმოადგენს ოფიციალური (გაფილტრული) მედია, დიდი ხანია ნათელია. გარდა იმისა, რომ უკრაინაში ყველა ოპოზიციური პარტია თუ მედია დახურულია, ზეწოლას ვერც ჟურნალისტები გადაურჩნენ, რა თქმა უნდა უკრაინელ ჟურნალისტებზე შეტევა მეტია, ვიდრე უცხოელებზე, მაგრამ მათზეც უპრეცედენტო ზეწოლა ხორციელდება. საკმარისია მმართველი ელიტისთვის არასასურველმა ინფორმაციამ გაჟონოს, რომ უმალ მის ავტორს აკრედიტაცია უჩერდება. არ ინდობენ ისეთი გამოცემების აკრედიტირებულ ჟურნალისტებს, როგორიცაა CNN, NBC, „The New York Times“ და ა. შ. მოკლედ, უკრაინაში ცენზურა მოქმედებაშია. არც მიკვირს დღევანდელი მმართველი ელიტისგან, მაგრამ ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. იმედს ვიტოვებ, ესეც მალე დასრულდება, რადგან ეს არ არის კანონზომიერი“, - წერს ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.