logo_geo
eng_logo
საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტის შესარჩევში სლოვაკეთიც გაანადგურა
- +

4 სექტემბერი. 2016. 00:36



3 სექტემბერს, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის შესარჩევ F ჯგუფში მეორე მატჩი სტუმრად ბრატისლავაში, სლოვაკეთის ნაკრებთან გამართა და 31-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 94:63 გაიმარჯვა.


ილიას ზუროსის გუნდმა ანგარიშში დაწინაურება სტარტზევე მოახერხა, მეოთხედი კი 30:21 მოიგო. მეორე მეოთხედში ქართველი კალათბურთელების

უპირატესობა კიდევ უფრო თვალშისაცემი გახდა და დიდ შესვენებაზე გუნდი 23-ქულიანი უპირატესობით გავიდა - 52:29.


ვითარება არც მეორე ტაიმში შეცვლილა - საქართველოს ნაკრებმა მესამე მეოთხედი 20:17 მოიგო, ბოლო მეოთხედი კი - 22:17.


საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი თორნიკე შენგელია იყო 18 ქულითა და 9 მოხსნით. 16 ქულა, 2 მოხსნა და 7 პასია ამერიკელი ლეგიონერის მაიკლ დიქსონის ანგარიშზე. 14 ქულით დაეხმარა გუნდს დუდა სანაძე, 13 ქულით - ბექა ბურჯანაძე, 12 ქულით - ზაზა ფაჩულია.


საქართველოს ნაკრებმა სლოვაკეთთან ამ შემადგენლობით ითამაშა: ბესიკ ლეჟავა, მაიკლ დიქსონი, ლუკა ზაქრაძე, ანატოლი ბოისა, ზაზა ფაჩულია, გიორგი ცინცაძე, გიორგი შერმადინი, დუდა სანაძე, ვიქტორ სანიკიძე, ბექა ბურჯანაძე, თორნიკე შენგელია, ბექა ბექაური.


ჩვენი ჯგუფის პარალელური შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს მონტენეგროსა და ალბანეთის ნაკრებები ეთამაშებიან, მოგვიანებით დასრულდება.


ევროშესარჩევში მომდევნო შეხვედრას კი ზუროსის გუნდი 7 სექტემბერს თბილისში, მონტენეგროსთან ჩაატარებს.


 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner