logo_geo
eng_logo
პრემიერი: 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღე საქართველოში აღინიშნება, სიმბოლურია, რომ ტურიზმის დღის მთავარი თემა იქნება მშვიდობა და ტურიზმი
- +

5 ივნისი. 2023. 15:01

 

 

„2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღე საქართველოში აღინიშნება, შემთხვევითი არ არის და სიმბოლურია, რომ ტურიზმის დღის მთავარი თემა იქნება მშვიდობა და ტურიზმი და სიმბოლურია, რომ სწორედ ჩვენი ქვეყანა იქნა არჩეული ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ჩასატარებლად“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

პრემიერ-მინისტრმა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის თავმჯდომარეს ზურაბ პოლოლიკაშვილს, ეკონომიკის სამინისტროს და ყველას, ვინც პროცესში იყო ჩართული, მადლობა გადაუხადა.

 

„გადაწყდა, რომ 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღე აღინიშნება საქართველოში, რაც რა თქმა უნდა, ძალიან მისასალმებელი გადაწყვეტილებაა, მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ბატონ ზურაბ პოლოლიკაშვილს და ყველას, ვინც ჩართული იყო აი ამ პროცესში, ეკონომიკის სამინისტროს და ყველას. ჩვენ ღირსეულად ვუმასპინძლებთ ძალიან ბევრი ქვეყნის დელეგაციას. შემთხვევითი არ არის და სიმბოლურია, რომ ტურიზმის დღის მთავარი თემა იქნება მშვიდობა და ტურიზმი და სიმბოლურია, რომ სწორედ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქალაქი იქნა არჩეული ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ჩასატარებლად. ამის თაობაზე მინდოდა მესაუბრა. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მე თავში განვაცხადე, ეს არის ახალი აეროპორტის მშენებლობა. ჩვენ ორი ოპცია გვაქვს, როგორც აღვნიშნე. ერთი, არსებულის გაფართოება, მაგრამ მეორე, ახლის აშენება, თავიდანვე სწორედ დაპროექტებული, სწორედ დაგეგმილი და გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი. აი ამ ორივე ვარიანტს დავამუშავებთ და შემდეგ, მოგვიანებით, გადაწყვეტილებას გაცნობებთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner