რეზო ხოფერია სოციალურ ქსელში წერს:
„ნაციონალურ მოძრაობასთან" დაპირისპირების გამო, ისევ ხოცავენ ხალხს ქუჩაში?!
„ქართულმა ოცნებამ" თავის სლოგანს „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა" იქნებ დაამატოს: „უსაფრთხო ცხოვრება„ „არა კაც-კლა" „ნუ გეშინია, ცოცხი აღარ იქნება"...
იმ ფაქტს თითქმის შევეგუეთ, რომ სამართლიანობის აღდგენა არ მოხდა... დამნაშავეები არ დაისაჯნენ... ნაციონალების, არა მხოლოდ რეაბილიტაცია, პორტირებაც კი მოხდა და დღეს ოცნების მაჟორიტარების მსუყე ნაწილს წარმოადგენენ...
მკვლელობებზეც თვალი დავხუჭოთ?!
ჯერ იყო მესმოდა, "გაეშვი, არ გეშინია რო მობრუნდნენო"... შემდეგ იყო, "გაეშვი არ დაგბრიდონო"... ეს ნაცებს რაც ეხება... და ახლა უკვე რჩევებს, "ოცნების" კონტექსტშიც იძლევიან... "ე ბიჭო, ყველა როგორ უნდა გადაიკიდო" და ა.შ...
სახლში რომ მოხვალ, ტელევიზორს რომ ჩართავ და ერთ არხზე პოლიტიკოსების საარჩევნო დაპირებებს რომ ისმენ, ათასი სისულელით, ბოდვით გაბერილს და სხვა არხზე, ქუჩაში ახალგაზრდა კაცის ჩაცხრილვის კადრებს რომ ნახავ და გაიგებ, რომ ეს ადამიანი პოლიტიკური უთანხმოების გამო მომხდარი დაპირისპირების მსხვერპლია!!! რა უნდა ქნა?? ალბათ ყველაზე კარგი გამოსავალი, გუდა-ნაბადის აღება და ამ სასაკლაოდან შორს წასვლაა... მაგრამ, ვაი, რომ თავს ვეღარ ანებებს კაცი ამ დასაწვავ ქვეყანას!!!"- წერს ხოფერია.