logo_geo
eng_logo
თავდაცვის მინისტრმა უნგრელ კოლეგას უმასპინძლა
- +

5 ივნისი. 2023. 17:49

 

 

საქართველოში ვიზიტით უნგრეთის თავდაცვის მინისტრი კრიშტოფ სალაი-ბობროვნიცკი იმყოფება. მას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროში გამართული ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ კოლეგებმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ უნგრეთის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის, ასევე ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე გვერდში დგომისთვის.

 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის არსებულ პარტნიორობას, ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებისთვის. მხარეებმა რეგიონალური უსაფრთხოების გამოწვევები და თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ხაზი გაესვა ქართველი და უნგრელი სამხედროების მიერ ნატო-სა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო ოპერაციებში შეტანილ წვლილს და ერთობლივ მონაწილეობას.

 

ვიზიტის ფარგლებში კრიშტოფ სალაი-ბობროვნიცკი გმირთა მოედანზეც იმყოფებოდა და გვირგვინით შეამკო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული გმირების მემორიალი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner