logo_geo
eng_logo
ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო: პოლონეთის 2019 წლის სასამართლო რეფორმა ევროკავშირის კანონმდებლობას არღვევს
- +

5 ივნისი. 2023. 23:37

 

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ (ECJ) დაადგინა, რომ პოლონეთის 2019 წლის სასამართლო რეფორმა ევროკავშირის კანონმდებლობას არღვევს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

2019 წლის დეკემბრის რეფორმის თანახმად, იუსტიციის მინისტრს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნისა და გადაყენების უფლება ენიჭება, მოსამართლეებისთვის კანონით დადგენილი საპენსიო ასაკი კი უქმდება.

პოლონელი მოსამართლეების განცხადებით, კანონპროექტი ევროკავშირის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება და სასამართლო რეფორმაზე თავდასხმას წარმოადგენს.

„პოლონეთის მართლმსაჯულების რეფორმა [2019 წლის დეკემბრის] არღვევს ევროკავშირის კანონმდებლობას. კანონის უზენაესობის ღირებულება ევროკავშირის თვითმყოფადობის განუყოფელი ნაწილია“, - ნათქვამია ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს განცხადებაში.

პოლონეთის იუსტიციის მინისტრმა ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებას ფარსი უწოდა.

პოლონეთის სასამართლო რეფორმის გამო ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს ევროკომისიამ მიმართა. სარჩელს მხარი დაუჭირეს ბელგიამ, ფინეთმა, დანიამ, შვედეთმა და ნიდერლანდებმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner