საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ველოსიპედიდან გადმოვარდნილ შუახნის მამაკაცს დაეხმარნენ.
ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრესსამსახურის უფროსი ანა გოჩაშვილი ინფორმაციას ფოტოებთან ერთად სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
"პრემიერი, ვიცე-პრემიერი, გუბერნატორი და ჟურნალისტი - ყველა ერთად ველოსიპედისტი ბაბუს დასახმარებლად! სიკეთე გადამდებია.",- წერს გოჩაშვილი.
მამაკაცი ველოსიპედიდან გადმოვარდა, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.