logo_geo
eng_logo
ჯეიმს კლევერლი: უკრაინას ბრიტანეთის მხარდაჭერის იმედი შეიძლება ჰქონდეს
- +

5 ივნისი. 2023. 23:38

 

კიევში ვიზიტით მყოფმა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ უკრაინას ბრიტანეთის მხარდაჭერის იმედი შეიძლება ჰქონდეს.

„მაშინ, როდესაც უკრაინა აგრძელებს შეუპოვარ ბრძოლას რუსეთის წინააღმდეგ, მე ჩემი თვალით დავინახე ნამდვილი საშინელება და ის განადგურება, რაც რუსეთმა ამ სუვერენულ სახელმწიფოში განახორციელა“, - აღნიშნა ჯეიმს კლევერლიმ.

„ჩვენ ძალიან მადლობელნი ვართ იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც დიდი ბრიტანეთი უკრაინას უწევს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა დიდ ბრიტანეთს ახლახან გამოქვეყნებული გეგმისთვის, რომელიც უკრაინელი მფრინავების მომზადებას ითვალისწინებს

right_banner right_banner
არქივი
right_banner