ეს არის ჩემი პირველი ვიზიტი ამ მშვენიერ და ლამაზ ქვეყანაში. თქვენს მოქალაქეებს აქვთ მისწრაფება გაერთიანდნენ, გაწევრიანდნენ ევროკავშირში. ხაზს ვუსვამ, რომ სლოვაკეთი სრულიად მხარს უჭერს საქართველო სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, - ამის შესახებ სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ბორის კოლარიმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
„ხაზს ვუსვამთ იმას, რომ საქართველო მხარს უჭერს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას იმ საომარი მოქმედებებისას, რაც ხდება უკრაინაში, რაც იწვევს ამდენი ადამიანის ტანჯვას, ეკონომიკური განვითარების ხელშეშლას. ჩვენ გვაქვს ასევე საშუალება, წავიდეთ ადმინისტრაციულ საზღვარზე. ამ დისკუსიების დროს მე აღვნიშნე, რომ სლოვაკეთი მხარს უჭერს სტაბილურ, დემოკრატიულ საქართველოს, ჩვენ მხარს ვუჭერთ კარგი მმართველობის გამყარებას“, - აცხადებს ბორის კოლარი.