logo_geo
eng_logo
„Le Figaro“: Gen Z თაობის ყოველი მე-5 წარმომადგენელი თავს LGBT+ თემის წარმომადგენლად აიდენტიფიცირებს
- +

6 ივნისი. 2023. 10:17

 

 

Ipsos-ის კვლევის მიხედვით, რომელიც 30 ქვეყანაში ჩატარდა, საშუალოდ მოსახლეობის 9% აცხადებს, რომ თავს ქვიარად აიდენტიფიცირებს. ამის შესახებ „Le Figaro“ წერს.

 

ივნისის თვე ლგბტ ადამიანების სიამაყის თვედ არის გამოცხადებული და გამოკითხვა სწორედ ამასთან დაკავშირებით ჩატარდა.

 

სიის სათავეში ბრაზილიაა, სადაც ლგბტ+ თემის წარმომადგენლად თავს გამოკითხულთა 15% აიდენტიფიცირებს. მეორე ადგილზეა ესპანეთი (14%), მესამეზე კი შვეიცარია (13%). ამასთან, გამოცემის ცნობით, საფრანგეთში Gen Z თაობაში ეს მაჩვენებელი 22%-ს აღწევს.

 

https://imedinews.ge/ge/msoflio/294157/le-figaro-gen-z-taobis-koveli-me5-tsarmomadgeneli-tavs-lgbt-temis-tsarmomadgenlad-aidentipitsirebs

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner