Black Sea Arena-მ ფოლსკლორის საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლა. საკუთარ შთაბეჭდილებებს საზოგადოებას ზურა ბალანჩივაძე უზიარებს.
„დღეს 7500 ადამიანი ადგა, იყიდა ბილეთი და წავიდა, არა აგილერას, არა რობი უილიამსის და არა „სკორპიონზის", არამედ ნამდვილი ფოლკლორის მოსასმენად.
დღეს 7500 კაცი ტაშს უკრავდა არა მხოლოდ "სუხიშვილებს", "ბასიანს" ან "რუსთავს", არამედ "ბერმუხასაც", რომლის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე 69 წლისაა, ყველაზე მხცოვანი კი - 92-ის.
დღეს 7500-მა ადამიანმა საკუთარი თვალით ნახა, რა ძალა აქვს თურქულ ფერხულს, რა დახვეწილი ჰარმონია - შვეიცარიულ იოდლს და რა მისტიკური თავდავიწყება - სარდინიულ ხმათშეწყობას.
დღეს 7500 ადამიანს გაუმართლა და კონცერტს ლონდონის გოსპელი შემოუერთდა, რომელმაც ბგერის საერთოდ სხვა კულტურა და მუსიკა დადო სცენაზე.
დღეს 7500-მა ადამიანმა ერთად შექმნა საქართველოში პირველი მსოფლიო ფოლკლორული ფესტივალი.
ემოციებში ვარ და მიხარია, რომ ძალიან, ძალიან, ძალიან მაღალი დონის ფოლკლორულ საგანძურს ვფლობთ მსოფლიოს მასშტაბით. ნეტა, როგორიც იქ ურთიერთპატივისცემა, მაქსიმალიზმი, შრომა და ჰარმონია გვაქვს, ეგეთი გვქონდეს რეალურ ცხოვრებაში და ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა.
ასე რომ, ფოლკლორი ასწორებს!"- წერს ზურა ბალანჩივაძე.