logo_geo
eng_logo
ყაზბეგსა და ქუთაისში ქართველი შემსრულებლების კონცერტები გაიმართება
- +

4 სექტემბერი. 2016. 10:32



საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული მასშტაბური პროექტი „Check in Georgia" გრძელდება. 4 სექტემბერს, ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით, კონცერტები გაიმართება ყაზბეგსა და ქუთაისში.


ყაზბეგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 4 სექტემბერს, ალ. ყაზბეგის მუზეუმის ტერიტორიაზე კონცერტს გამართავენ დათო ევგენიძე და ბენდი. ღონისძიება 17:00 საათზე დაიწყება.


ამავე დღეს, ლადო მესხიშვილის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუთაისელი მაყურებლის წინაშე წარდგებიან  ნინო ქათამაძე, ჯგუფი Insight და ანსამბლი სუხიშვილები; დასაწყისი 20:00 საათზე.


აპრილში დაწყებული პროექტი „Check in Georgia" წლის ბოლომდე გაგრძელდება. პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით, 19 ქალაქში დაგეგმილ 150-ზე მეტ კულტურულ ღონისძიებას და 40-ზე მეტ ფესტივალს აერთიანებს.


პროექტის ფარგლებში უკვე გაიმართა 4 გრანდიოზული კონცერტი - ქართველი მსმენელის წინაშე წარდგნენ ეროს რამაზოტი, რობი უილიამსი, ჯგუფი „Maroon 5" და ხოსე კარერასი.

 „Check in Georgia"-ს განხორციელების მიზანია წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცენტრად ქცევა და დიდი რაოდენობით ტურისტების მოზიდვა; ამ გზით ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობა; შედეგად, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და როგორც თბილისში, ისე რეგიონებში ჩვენი მოსახლეობის შემოსავლების ზრდა. „Check in Georgia" მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოს პოპულარიზაციას, იზრდება ქვეყნის, როგორც ტურისტული და კულტურული ცენტრის ცნობადობა, ასევე საერთაშორისო იმიჯი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner