„კონსტანტინე ზატულინმა ძალიან ნიშანდობლივი რამე თქვა. მან განაცხადა, რომ უმჯობესი იქნებოდა, „რუსეთი დალოდებოდა უკრაინის მხრიდან სამხედრო მოქმედებების დაწყებას და შემდეგ ეპასუხა, რაც აარიდებდა რუსეთს ფართომასშტაბიან სანქციებს“. - მარტივი ფორმულაა: ზატულინმა თქვა, რომ მათთვის კარგი იქნებოდა უკრაინაში „საქართველოს სცენარი“ განხორციელებულიყო“, -წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, კონსტანტინე ზატულინის განცხადების შესახებ.
როგორც ექსპერტი აღნიშნავს, სააკაშვილის უაზრო ქმედებებმა გაუხსნა 2008 წელს რუსეთს ხელ-ფეხი და ამის შემდეგ სწორედ „ნაცმოძრაობამ“ დააბრალა საკუთარ ქვეყანას ომის დაწყება.
„რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინე ზატულინმა ძალიან ნიშანდობლივი რამე თქვა. მან განაცხადა, რომ უმჯობესი იქნებოდა, „რუსეთი დალოდებოდა უკრაინის მხრიდან სამხედრო მოქმედებების დაწყებას და შემდეგ ეპასუხა, რაც აარიდებდა რუსეთს ფართომასშტაბიან სანქციებს“.
ამ განცხადების გაანალიზებას არ სჭირდება დიდი ექსპერტობა - მარტივი ფორმულაა: ზატულინმა თქვა, რომ მათთვის კარგი იქნებოდა, უკრაინაში „საქართველოს სცენარი“ განხორციელებულიყო. სწორედ შლეგი სააკაშვილის უაზრო ქმედებებმა გაუხსნა 2008 წელს რუსეთს ხელ-ფეხი და მოხდა ის, რაც მოხდა. ამის შემდეგ სწორედ „ნაცმოძრაობამ“ დაუჭირა მხარი მოღალატეობრივ რეზოლუციას და დააბრალა საკუთარ ქვეყანას ომის დაწყება...“ -წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.