logo_geo
eng_logo
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, 2,5 კილომეტრამდე სიგრძის სადრენაჟე არხებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
- +

6 ივნისი. 2023. 14:17

 

 

შპს „საქართველოს მელიორაცია“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საჯიჯაო-ხიბულას მასივი მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს.

 

სოფელ ლესიჭინეში ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან  2,5 კილომეტრამდე   სიგრძის კოლექტორები და შემკრები არხები იწმინდება. 

 

ჩატარებული სამუშაოების შედეგად, არხის გამტარუნარიანობა გაიზრდება და 20 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება, რაც სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების გაზრდას შეუწყობს ხელს. 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner