შპს „საქართველოს მელიორაცია“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საჯიჯაო-ხიბულას მასივი მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს.
სოფელ ლესიჭინეში ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან 2,5 კილომეტრამდე სიგრძის კოლექტორები და შემკრები არხები იწმინდება.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად, არხის გამტარუნარიანობა გაიზრდება და 20 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება, რაც სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების გაზრდას შეუწყობს ხელს.