ექსპერტი ირაკლი ლატარია რუსეთის დუმის დეპუტატის, კონსტანტინ ზატულინის განცხადებას აფასებს, სადაც მან აღნიშნა, რომ უმჯობესი იქნებოდა, „რუსეთი დალოდებოდა უკრაინის მხრიდან სამხედრო მოქმედებების დაწყებას და შემდეგ ეპასუხა, რაც აარიდებდა რუსეთს ფართომასშტაბიან სანქციებს“.
ლატარიას თქმით, რუსი პოლიტიკოსის ეს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ 2008 წელს ტერიტორიები მიხეილ სააკაშვილის შეცდომის გამო ქვეყანამ ისე დაკარგა, რომ ომიც საქართველოს დაბრალდა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაშიც რუსეთს დაუჭირა მხარი.
„რას ვართ გადარჩენილები, ამას თუ გადარჩენა ჰქვია, მაგრამ მაინც... მოკლედ, ზატულინმა სასწაული რამ თქვა, უნდა დაგვეცადა, როდის დაიწყებდა უკრაინა ომსო და სწორედ ამის შემდეგ უნდა შეგვეტიაო და ხომ ავცდებოდით ამდენ სანქციებსო? აბა კარგად დააკვირდით, რა თქვა?.. ანუ რაც საქართველოში მოხდაო და ლეშმა სააკაშვილმა დაუშვა შეცდომაო, ის გვაწყობდა უკრაინასთანაცო.... სწორედ მოღალატე სააკაშვილის გამო დავკარგეთ ამდენი სოფელი და თან ისე დავკარგეთ, რომ ომის დაწყებაც ჩვენ დაგვბრალდა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაშიც ჩვენ დავუჭირეთ მხარი რუსეთს.. ამაზე დიდი ღალატი საკუთარი ქვეყნის, სადმე წაგიკითხავთ მაინც? მე - არა... აი, რა აწყობდა რეალურად რუსეთს და როგორ დაეხმარა ამ ყველაფერში ეს სამშობლოს გამყიდველები, ახლა მაინც ხვდებით?“ - წერს ირაკლი ლატარია ფეისბუქზე.