logo_geo
eng_logo
პრემიერ-მინისტრმა ქუთაისში, პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა
- +

6 ივნისი. 2023. 16:43

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

 

მთავრობის მეთაური ფალიაშვილის ქუჩაზე იმყოფებოდა, სადაც განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.

 

ამ დროისთვის დასრულებულია ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე 15 შენობის რეაბილიტაცია, რაზეც 9 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

 

ამჟამად, მიმდინარეობს ცენტრალური პარკის და მის მიმდებარედ განთავსებული შენობების რეაბილიტაცია, რომლის ღირებულება 14.8 მილიონი ლარია.

 

ასევე, მიმდინარეობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ოქროს ჩარდახის რეაბილიტაცია.

 

პრემიერ-მინისტრთან ერთად ადგილზე მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner