ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალძე JPM-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს გამოეხმაურა.
„შეიძლება ითქვას, რომ 2012 წლიდან ყველა კვლევა, რომელიც იქნა ჩატარებული სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ არასდროს არ ემთხვეოდა არჩევნებში დამდგარ შედეგებს. ამიტომ გამიჭირდება იმაზე საუბარი, უნდა ვენდოთ თუ არა, წარმოდგენილ კვლევებს.
ჩვენი პარტია ყოველთვიურად ვახორციელებთ კვლევებს, რომ პულსზე ხელი გვედოს და გავიგოთ, ქვეყანაში თუ რა მდგომარეობაა, რა პრობლემებია, რა მიდგომები აქვს კონკრეტული პარტიების მიმართ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და შემიძლია გითხრათ, რომ პარტია „ქართული ოცნება", არის ერთადერთი ძალა, რომელსაც აქვს რეალური შესაძლებლობა იმისა, რომ ძალიან დიდი უმრავლესობით მოვიდეს პარლამენტში, თუმცა მე ვისურვებდი, რომ მომავალი პარლამენტი იყოს მრავალპარტიული, ეს დემოკრატიული კუთხით იქნება ძალიან წინგადადგმული ნაბიჯები, თუმცა ყველა ის კვლევა, რომელიც მაგალითად გუშინ იქნა გაჟღერებული, ჩვენი შიდა პარტიული კვლევები აჩვენებს იმას, რომ პარტიებს ჯერჯერობით უჭირთ ბარიერის გადალახვა და ეს არის ძალიან ცუდი,"- განაცხადა კახა კალაძემ.
JPM-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარალმენტო არჩევნებზე მიდიოდეს, გამოკითხულთა 32% „ქართულ ოცნებას" მისცემდა ხმას, ხოლო 16 % - „ნაციონალურ მოძრაობას".