logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი არესტოვიჩის შესახებ: თანამედროვე პოლიტიკური კანიბალიზმი - როდესაც ღამის კლუბში გამგზავრების წინ აუღელვებლად საუბრობ შენთვის უკვე საზარბაზნე ხორცად ქცეულ ადამიანებზე, ბავშვებზე, ერზე...
- +

6 ივნისი. 2023. 20:04

 

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში უკრაინელი სამხედრო ანალიტიკოსის, პოლიტოლოგისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ყოფილი მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის 2019 წელს ჩაწერილ ვიდეოინტერვიუს ავრცელებს, სადაც ის საუბრობს, რომ თუ უკრაინა NATO-ს წევრობისთვის MAP-ს მიიღებს, რუსეთი ომს დაიწყებს.

რას ნიშნავს თანამედროვე პოლიტიკური კანიბალიზმი? როდესაც იმყოფები კომფორტულ, მსუყე გარემოში, კმაყოფილი ხარ შენი ბისექსუალური იდენტობით, ბედნიერი ბრძანდები შენი სოციალურ-ფინანსური მდგომარეობის გამო და აუზის შემდეგ, ელიტარულ ღამის კლუბში გამგზავრების წინ, აუღელვებლად საუბრობ შენთვის უკვე საზარბაზნე ხორცად ქცეულ ადამიანებზე, ბავშვებზე, ერზე...

წყნარად საუბრობ, რომ NATO-ს მხრიდან უკრაინისთვის MAP-ის მინიჭება აუცილებლად გამოიწვევს რუსეთის მხრიდან ამ მეზობელი ქვეყნის ფართომასშტაბური განადგურების მცდელობას: ავიადარტყმებით, ჰიდროელექტროსადგურებისა და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განადგურებას, კიევის ალყაში აყვანას, უკრაინის ერთ გადამწვარ ტერიტორიად გადაქცევას...

მაგრამ, რა გაეწყობაო - ასეთია ქვეყნის NATO-ში მიღების საფასური. მიუხედავად ამ გამანადგურებელი ომისა, რუსეთზე საბოლოო გამარჯვების შემდეგ, უკრაინას აუცილებლად მიიღებენ ჩრდილო-ატლანტიკური ბლოკის სრულფასოვან წევრად. მხოლოდ ასე და არანაირად - სხვა გზით. და ამ ომის ალბათობა არის მაღალი - 99%. და ეს ომი დაიწყება 2021, მაქსიმუმ - 2022 წელსო (ალექსი არესტოვიჩი, კიევი, 2019 წელი).

ოთხ წელიწადში ამაზე უფრო რბილი, ჰუმანური, კეთილშობილური ფორმით - NATO-ს ფაქტორზე, როგორც უკრაინის ომის გამომწვევ ერთ-ერთ სავარაუდო ტრიგერზე - ისაუბრებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომის პაპი... მაგრამ პოლიტიკური კანიბალიზმის პარტიის წარმომადგენლები მათ ამის გამო „ჯვარს აცვამენ“, რამეთუ, არ შეიძლება კანიბალის კანიბალიზმში საჯაროდ დადანაშაულება. ეს მათ სასტიკად არ სიამოვნებს, რამეთუ - დისკრიმინაციის ნიშნებს მოიცავს...“ - წერს დავით ქართველიშვილი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner