საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ კახოვკის კაშხლის განადგურება რუსეთის სისასტიკის ახალი განზომილებაა.
„კახოვკის კაშხლის განადგურება წარმოადგენს რუსეთის სისასტიკის ახალ განზომილებას, რომელიც საფრთხეში აყენებს ასობით ათასი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლეს.
სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები ომის დანაშაულად ითვლება.
ჩვენ ვთანამშრომლობთ უკრაინასთან დახმარების უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.