უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შედეგები დაახლოებით ერთ კვირაში გაირკვევა.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში საუბარია ტერორიზმზე, რადგან ოკუპანტებმა წინასწარ განზრახ დანაღმეს კაშხალი.
„ეს არის დანაშაულია. გენერალურმა პროკურატურამ ეს უკვე დაარეგისტრირა. ეს იქნება მტკიცებულებებით. არსებობს თანამედროვე კვალიფიკაცია - ეკოციდი. ჩვენ ვიმუშავებთ ამ მიმართულებით“, - განაცხადა უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა.
როგორც უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, 6 ივნისის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა ააფეთქეს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის წინასწარ დანაღმული კაშხალი. წყალდიდობის საფრთხის ქვეშ 80-მდე დასახლებაა, ძირითადად ხერსონისა და ნიკოლაევის ოლქებში.