გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა და საბჭოს წევრებმა რიმა ბერაძემ და ირმა ზავრადაშვილმა ქალების ტექნოლოგიებში ჩართვის მნიშვნელობაზე შეხვედრა გამართეს.
თელავის ტექნოპარკში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ პირები, რომლებიც მონაწილეობენ ან სურვილი აქვთ ტექნოლოგიების სფეროში ჩაერთონ.
დეპუტატებმა შეხვედრისას იმსჯელეს საბჭოს გენდერულ პოლიტიკაზე, ასევე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში აღებულ საქართველოს ვალდებულებებსა და აღნიშნული საკითხის პრიორიტეტულობაზე.