logo_geo
eng_logo
მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ქართველმა მოჭიდავეებმა ბრინჯაოს ორი მედალი მოიპოვეს
- +

4 სექტემბერი. 2016. 10:55



საფრანგეთის ქალაქ მაკონში მიმდინარე ახალგაზრდა მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა, შმაგი თოდუამ (60) და ტარიელ გაფრინდაშვილმა (74) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.



შმაგი თოდუამ გადამწყვეტ შეხვედრაში საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ილმან მუხტაროვს 11-6 მოუგო, ტარიელ გაფრინდაშვილმა კი აზერბაიჯანელ მურად სულეიმანოვს, 0-9-ის შემდეგ, სუფთად მოუგო.



4 სექტემბერს, მსოფლიოს პირველობის დასკვნით დღეს, მედლების მოპოვებას უკვე 55, 66, 84 და 120 კგ წონითი კატეგორიის წარმომადგენლები შეეცდებიან და კახა ირემაძე, გიორგი სულავა, მექი სიმონია და ზურაბ ურთაშვილი იჭიდავებენ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner