logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: ბოლო პერიოდში ქალბატონი პრეზიდენტის მხრიდან ადგილი აქვს ჩვენი ქვეყნისთვის ძირგამომთხრელი საქმიანობის არაერთ შემთხვევას, მიმართულს ჩვენი სახელმწიფოს ძირითად ინსტიტუციებზე
- +

7 ივნისი. 2023. 11:46

 

 

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ „მმართველი გუნდი ვერ დაუშვებს ინსტიტუციურ კრიზისს ვერცერთ სახელმწიფო ინსტიტუტში და იზრუნებს თითოეული კონსტიტუციური ორგანოს გამართულ ფუნქციონირებაზე. ეს არის მმართველი გუნდის პასუხისმგებლობა ჩვენი სახელმწიფოსა და ქართველი ამომრჩევლის წინაშე“.

 

ქართველიშვილის თქმით, როგორც ჩანს, საქართველოს პრეზიდენტის ეს სიჯიუტე თუ მიზანმიმართული მავნებლობა, საკუთარ ხელისუფლებასთან „ჯენტლმენური“ შეთანხმებების უხეში იგნორირება და შეუსრულებლობა არა თანდაყოლილ, არამედ შეძენილ ხასიათს ატარებს.

 

„საქართველოს პრეზიდენტის „ევროპულობაში“ არც არასდროს შეგვიტანია ეჭვი. არც მისი საგანმანათლებლო ცენზი იწვევდა ჩვენში კითხვებს და არც გენეტიკური წარმომავლობა. როგორც ჩანს, ეს სიჯიუტე თუ მიზანმიმართული მავნებლობა, საკუთარ ხელისუფლებასთან „ჯენტლმენური“ შეთანხმებების უხეში იგნორირება და შეუსრულებლობა არა თანდაყოლილ, არამედ შეძენილ ხასიათს ატარებს. დიდი ალბათობით - ქვეყნის გარედან მიღებული დავალებების შესრულების ჭრილში. ბოლო პერიოდში ქალბატონი პრეზიდენტის მხრიდან ადგილი აქვს ჩვენი ქვეყნისთვის (რომელსაც ის საკუთარ ქვეყნად პრინციპულად არ აღიარებს) ძირგამომთხრელი საქმიანობის არაერთ შემთხვევას, მიმართულს ჩვენი სახელმწიფოს ძირითად ინსტიტუციებზე: პარლამენტზე და მთავრობაზე - როდესაც ის იძახის, ხომ აპრიორი დაადებს ვეტოს უმრავლესობის მიერ შემუშავებულ ყველა კანონს უსირცხვილოდ და უნამუსოდ „რუსულ“ იარლიყს აწებებს ქართველი დეპუტატების მიერ შემუშავებულ ეროვნულ კანონპროექტს ხელოვნურ კოლაფსში ამყოფებს საგარეო საქმეთა სამინისტროს, მის მიერ წარდგენილი ელჩების დანიშვნის ხელოვნური გაჭიანურების სახით პრობლემებს უქმნის ქვეყნის საარჩევნო სისტემას, ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატის შერჩევა/დამტკიცების საქმეში პრობლემებს უქმნის ქვეყანას ეროვნული ბანკის ახალი თავმჯდომარის შერჩევა/დანიშვნის პროცესში თუ არა მიზანმიმართული, შეგნებული მავნებლობა და ძირგამომთხრელი საქმიანობა, დიდი ალბათობით ქვეყნის გარედან მიღებული დავალების შესრულების ფარგლებში - ყოველივე ამას ძნელია რაიმე გონივრული ახსნა-განმარტება მოუძებნო“, - წერს დავით ქართველიშვილი ფეისბუქზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner