logo_geo
eng_logo
იოჰანეს ჰანი იმედოვნებს, რომ საქართველო ვიზალიბერალიზაციას წლის ბოლოსთვის მიიღებს
- +

4 სექტემბერი. 2016. 10:56



ევროკომისარი ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანი იმედოვნებს, რომ ევროპის პარლამენტი და ევროკავშირის ყველა ქვეყანა საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისათვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას წლის ბოლოსათვის მიიღებს.



ჰანმა „რადიო თავისუფლებასთან" საუბარში განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები მკაფიოდ მიანიშნებენ, ხოლო ბევრ ქვეყანას აქვს  მოლოდინი, რომ უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის უფლება უნდა მიენიჭოთ.



უვიზო მიმოსვლისათვის მწვანე შუქის ანთებას ორივე ორგანოს - ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს თანხმობა სჭირდება. ეს კი, როგორც წყაროებმა რადიო თავისუფლებას" უთხრეს, უკრაინისა და საქართველოსათვის ოქტომბერში ან ნოემბერში მოხდება, რის შემდეგაც ორივე ქვეყნის მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლას გვიან ზამთარში შეძლებენ. ადრეულ ზაფხულში საქართველოსათვის სავიზო ლიბერალიზების მინიჭებას ხელი შეუშალა გერმანიამ, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, შეშფოთებული იყო მის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილი დანაშულის ზრდით. იოჰანეს ჰანი დარწმუნებულია, რომ მსგავსი პრობლემების არსებობის შემთხვევებში ყოველგვარი შეშფოთება შეიძლება მოიხსნას ევროკავშირის მიერ შემუშავებულივიზების შეჩერების მექანიზმით", - ნათქვამია „რადიო თავისუფლების" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner