logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი საქართველოს მოქალაქეობის წესის გამარტივებაზე: გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი გვიწონებს იმიტომ, რომ ამით მოქალაქეობის არმქონეებს შეუმცირდებათ ცენზი
- +

7 ივნისი. 2023. 12:25

 

 

„რა თქვა ისეთი იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და რა არ მოეწონათ? საუბარია, ჩვენი უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის წესის გამარტივების შესახებ, რომელიც Unhcr (გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი) გვიწონებს, გვიწონებს იმიტომ, რომ ამით მოქალაქეობის არმქონეებს შეუმცირდებათ ცენზი“, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, რადიკალები უკვე რუსულს უწოდებენ გაეროს, სტრასბურგის სასამართლოს, და ყველა უცხოელს, რომელიც იწონებს ხელისუფლების წარმატებულ ქმედებებს, დარჩა NATO და ევროკავშირი, თუმცა თუ საჭიროდ ჩათვალეს ვერც ისინი გადაურჩებიან რუსულ იარლიყსა და რადიკალების „რისხვას!“

 

„ნაც-რადიკალების და მათი ტელევიზიების მთავარი სლოგანი გახდა მიუღებლად და რუსულად გამოვაცხადოთ ყველაფერი რასაც ხელისუფლება აკეთებს! მერე რა, ესა თუ ის ინიციატივა თუ საქმე ჩვენი მოქალაქეების და საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენ თანამემამულეების სასიკეთოდ კეთდება, მაინც ყველაფერს რუსულს უწოდებენ. ის კი არა და ცოცხალი თავით არ უნდათ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის მიღებაც, თუ კი ეს „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში მოხდება. რა თქვა ისეთი იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და რა არ მოეწონათ? საუბარია, ჩვენი უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის წესის გამარტივების შესახებ, რომელიც Unhcr (გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი) გვიწონებს, გვიწონებს იმიტომ რომ ამით მოქალაქეობის არმქონეებს შეუმცირდებათ ცენზი. არა და არა, რადიკალები უკვე რუსულს უწოდებენ გაეროს, სტრასბურგის სასამართლოს, და ყველა უცხოელს, რომელიც იწონებს ხელისუფლების წარმატებულ ქმედებებს, დარჩა NATO და ევროკავშირი, თუმცა თუ საჭიროდ ჩათვალეს ვერც ისინი გადაურჩებიან რუსულ იარლიყსა და რადიკალების „რისხვას!“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner