ქალაქ ოზურგეთში კოსტავას ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო - ამის შესახებ ავთანდილ თალაკვაძემ, დღეს გამართულ მერიის სხდომაზე განაცხადა.
„როგორც დაგპირდით, უკვე დავიწყეთ სამუშაოები ოზურგეთში ერთ-ერთი მაგისტრალის - კოსტავას ქუჩის სრული რეაბილიტაციის მიზნით, სადაც გზის ახალ საფართან ერთად თანამედროვე ინფრასტრუქტურა მოეწყობა“, - განაცხადა ოზურგეთის მერმა.