ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აღმოსავლეთ შტატებს დამანგრეველი შტორმი ემუქრება.
ხელისუფლების განმარტებით, შტორმმა საგრძნობლად დააზარალა ფლორიდის შტატი და ამჟამად მილიონობით ამერიკელის სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს.
აღმოსავლეთ სანაპიროზე ამჟამად თავსხმა წვიმაა. ქარის სიჩქარე საათში 130 კილომეტრს აღწევს.
შაბათს, ფლორიდაში შტორმის შედეგად 300 ათასამდე ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.