logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურების გამარტივება არის საერთაშორისო ვალდებულებების ნაწილი და ამიტომაც ყველანაირი სპეკულაციები ამ თემაზე, ჩვეულებრივი სიბრიყვეა
- +

7 ივნისი. 2023. 14:52

 

 

„საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურების გამარტივება არის აღებული საერთაშორისო ვალდებულებების ნაწილი და ამიტომაც ყველანაირი სპეკულაციები ამ თემაზე, უკვე გვარიანად მოყირჭებული სულელური ნარატივით, არის ჩვეულებრივი სიბრიყვე,“ - ამის შესახებ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს. მისი განმარტებით, თანამემამულეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურების გამარტივების ინიციატივა, ქვეყანას კიდევ უფრო დააახლოებს საერთაშორისო სტანდარტებთან.

 

„საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურების გამარტივება არის აღებული საერთაშორისო ვალდებულებების ნაწილი და ამიტომაც ყველანაირი სპეკულაციები ამ თემაზე, უკვე გვარიანად მოყირჭებული სულელური ნარატივით, არის ჩვეულებრივი სიბრიყვე. ისე, ბრიყვი ყოველთვის ნებას არ უნდა მიუშვა. რომ მივუშვით, ვნახეთ რაც დაგვმართეს P.S. UNHCR მიესალმება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც მიზნად ისახავს მოქალაქეობის არმქონე პირთათვის ბინადრობის ცენზის 5 წლამდე შემცირებას. ეს ერთ-ერთია 2019 წელს საქართველოს მთავრობის მიერ აღებული ვალდებულებათაგან, რაც საქართველოს პრაქტიკას კიდევ უფრო დააახლოებს საერთაშორისო სტანდარტებთან და სრულ შესაბამისობაშია 1954 წლის კონვენციასთან მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსის შესახებ“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე ფეისბუქზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner