logo_geo
eng_logo
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) სწავლება „დიდგორი 2023“-ის წინამოსამზადებელი სემინარი გაიმართა
- +

7 ივნისი. 2023. 14:54

 

 

უწყებათაშორისი სამეთაურო საშტაბო სწავლება „დიდგორი 2023“-ის დაგეგმვის პროცესის ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ორგანიზებით თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში სემინარი გაიმართა. „ეროვნული დონის სტრატეგიული დაგეგმვის პროცესის მიმოხილვა“ უსაფრთხოების საბჭოს აპარატთან კოორდინაციით ჩატარდა. სემინარს სწავლებაში ჩართული სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

დაგეგმვის პროცესში მსგავსი სახის ღონისძიება პირველად ჩატარდა, რაც შესაძლებლობას შექმნის ერთიანი სამთავრობო მიდგომის პრინციპების გათვალისწინებით სწავლებისთვის საჭირო სტრატეგიული დონის დოკუმენტები შემუშავდეს.

 

უწყებათშორისი სწავლება „დიდგორი-2023“ წელს მეცხრედ ჩატარდება.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner