„პოლიცია არ უტარებს დაკითხვას არასრულწლოვანს, თუ პედაგოგი და ფსიქოლოგი არ ესწრება, ეს განხილვასაც არ ექვემდებარება და ასეთი სენსიტიური თემის თავსმოხვევა ბავშვებისთვის არ არის უმძიმესი დანაშაული?“ - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა კალიფორნიაში განვითარებული მოვლენების შესახებ, სადაც ერთ-ერთი დაწყებითი სკოლის მოსწავლეთა მშობლებმა სკოლის ტერიტორიაზე ჩატარებული ლგბტ პრაიდის ღონისძიება გააპროტესტეს.
„ნუთუ იმ დროში მოგვიწია ცხოვრებამ, როცა არავინ ფიქრობს ბავშვების და არასრულწლოვნების უფლებების დაცვაზე? პოლიცია არ უტარებს დაკითხვას არასრულწლოვანს თუ პედაგოგი და ფსიქოლოგი არ ესწრება, ეს განხილვასაც არ ექვემდებარება და ასეთი სენსიტიური თემის თავსმოხვევა ბავშვებისთვის არ არის უმძიმესი დანაშაული? კიდევ კარგი ჯერ ისე არ გადაგვარებულა საზოგადოება, რომ ამ უმსგავსოებას წინააღმდეგობა არ გაუწიოს. აი, გამოჩნდნენ საღად მოაზროვნე მშობლები და გააპროტესტეს ეს ამაზრზენი ფაქტი. მე არ ვარ არავის პირადი ცხოვრების წინააღმდეგი, ბევრი მეგობარიც მყავს ამ თემიდან, მაგრამ ბავშვებს, რომელთა ფსიქიკა ჯერ არ არის ჩამოყალიბებული, თავს მოახვიო ლგბტ პროპაგანდა, ამას საზოგადოება ვერასდროს შეეგუება, კალიფორნიის სკოლის ინციდენტმა ეს დაადასტურა, ყინული დაიძრა“, - წერს ნინო ფოჩხუა.