logo_geo
eng_logo
კასპის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ პროექტების განხორციელება დაიწყო
- +

7 ივნისი. 2023. 15:42

 

 

თელიანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ სასირეთის სარწყავი არხების მოწყობის სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა ადგილზე მოინახულეს.

 

არსებული არხი გაუვალი იყო და მიმდებარედ მცხოვრებ ოჯახებს  პრობლემას უქმნიდა. 

 

ტერიტორია გასუფთავდა ხეებისა და ბუჩქებისგან, იწმინდება არხი რის შემდეგაც მოეწყობა საფუძველი,  მონოლითური რკინაბეტობის არხი გამშვები ფარისა და  მოსახლეობის სანაკადულოების გათვალისწინებით.

 

არხების რეაბილიტაციას შპს „დანი ქონსთრაქმშენი“ ახორციელებს.

 

„2023 წელს კასპის მუნიციპალიტეტს, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში  950 000 ლარი გამოეყო. თანხა მუნიციპალიტეტის ყველა სოფელზე განაწილდა. „განსახორციელებელი პროექტები მოსახლეობის გადაწყვეტილების საფუძველზე შეირჩა და მიმდინარე წელში დასრულდება“, - განაცხადა ვახტანგ მაისურაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner