logo_geo
eng_logo
ტერეზა მეი: გაერთიანებულ სამეფოს რთული პერიოდის გავლა მოუწევს
- +

4 სექტემბერი. 2016. 11:35



გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ „BBC"-სთან საუბარში განაცხადა, რომ ევროკავშირის დატოვების პროცესებიდან გამომდინარე გაერთიანებულ სამეფოს რთული პერიოდის გავლა მოუწევს.



ვფიქრობ, ქვეყანა სირთულეებისთვის უნდა მოემზადოს, თუმცა მე მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგენბრექსითით" გამოწვეული ეკონომიკური ზარალი იმაზე ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე ამას სხვები წინასწარმეტყველებდნენ", -განაცხადა ტერეზა მეიმ.



მისი თქმით, მთავრობა ლისაბონის შეთანხმების 50-ე სტატიის ამოქმედების ინიციატივით 2017 წელზე ადრე არ გამოვა, რომელიც ევროკავშირის დატოვების პროცესის ამოქმედებას გულისხმობს, თუმცა ამ საკითხის გაჭიანურებას არ გეგმავს.



მიგრაციის საკითხთან დაკავშირებით მეიმ განმარტა, რომ რეფერენდუმიდან გამომდინარე ნათელი გახდა, რომ ბრიტანეთის მოსახლეობას თავისუფალი გადაადგილების ის სახე არ მოსწონდა, რაც ამ დრომდე მოქმედებდა.



ტერეზა მეი იმედოვნებს, რომ ქვეყანა ევროკავშირის დატოვებას წარმატებით და უმტკივნეულოდ მოახერხებს.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner