„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, მათი კარი ყველა პროევროპული პარტიისთვის ღია არის, უფრო მეტიც ისინი, კოალიციური მთავრობის შექმნისთვის მზაობას გამოთქვამენ. კოალიცია და ნაცებთან გაერთიანება, სხვა პარტიებისთვის საფრთხის შემცველია, ამით სხვა პარტიებს რეპუტაციული ზიანი ადგებათ“, - ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა კოალიცია იქნება თუ არა, „ნაციონალური მოძრაობას“ არჩევნებში გამარჯვების მიზერული ალბათობა აქვს.
„ზოგადად, „ნაციონალური მოძრაობა“ თავი არსით შორს დგას ევროპული, დემოკრატიული პარტიისგან, ამას წარსული და აწმყო ადასტურებს, რომელ დასავლურობაზე საუბრობენ, თავმჯდომარედ კეზერაშვილის მარიონეტი ხაბეიშვილი დანიშნეს, წარსული კი არადემოკრატიულობის, ადამიანის ჩაგვრის თავისუფალი სიტყვის და უკანონობის დაკანონების ნათელი მაგალითია. მიუხედავად იმისა კოალიცია იქნება თუ არა, ნაციონალური მოძრაობას არჩევნებში გამარჯვების მიზერული ალბათობა აქვს, ეს პარტია მუდმივ რეგრესს განიცდის, ვერ აანალიზებს წარსულ შეცდომებს, რისი შედეგიც არჩევნებში და რეიტინგებში ნაჩვენები შედეგია. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა შეწყვიტოს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა, მოიხადოს ბოდიში და დისტანცირდეს სააკაშვილისგან, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში პარტიის გაჯანსაღებას გამოიწვევს. „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს, ქვეყნის მტერთა გაერთიანებას წარმოადგენს, რომელიც არჩევნებში სტაბილურად მარცხდება“, - აცხადებს ჩიხელიძე.