logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ბოლო 30 წელია, საფრანგეთი საქართველოს პოზიციების გაძლიერების საქმეში დგას
- +

7 ივნისი. 2023. 20:57

 

რა თქმა უნდა, ყველა შეხვედრაზე მთავარი საკითხია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი იმ უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, რომელიც დღეს რეგიონში არსებობს. ჩვენ სრული მხარდაჭერა მივიღეთ ევროპულ გზაზე ჩვენი პროცესის. ბოლო 30 წელია, საფრანგეთი საქართველოს პოზიციების გაძლიერების საქმეში დგას, ამავე დროს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წარმოდგენის საკითხში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მაგალითად, არაღიარების პოლიტიკის თვალსაზრისით საფრანგეთის მხარდამჭერ პოზიციას გადამწყვეტი როლი აქვს სხვადასხვა ქვეყანასთან მუშაობის პროცესში. ამ მხრივ, კიდევ ერთხელ დასტური მივიღეთ, რომ ეს მხარდაჭერა გაგრძელდება. გარდა ამისა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ორსაათიანი შეხვედრა გვქონდა, სადაც საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ყველა ფრაქცია მონაწილეობდა. დარწმუნებული ვარ, როცა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების დრო დადგება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, მყარი მხარდაჭერა გვექნება. ამ პროცესში საქართველოს თავისი წილი პასუხისმგებლობა და გადასადგმელი ნაბიჯები აქვს. სწორედ ამ პასუხისმგებლობის გათვითცნობიერებით ვმოქმედებთ მას შემდეგ, რაც ხელი მოვაწერეთ ასოცირების ხელშეკრულებას. საქართველო ლიდერია არა მხოლოდ ასოცირებულ ტრიოში, არამედ ლიდერია სხვა კანდიდატებთან შედარებით ბევრი ასპექტით. ჩვენ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას ვიზიარებთ. ეს პროცესი არის ორმხრივი მოძრაობის გზა. ეს არ არის ისე, რომ საქართველო ილტვის მხოლოდ ევროკავშირისთვის, ხოლო ევროკავშირისთვის ეს რაღაც ზედმეტი ტვირთია. როგორც საქართველოს სჭირდება, რომ იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი, ასევე სჭირდება ევროკავშირს, რომ საქართველო იყოს ამ ოჯახის ნაწილი, რადგან ევროპა და ევროკავშირი ეს არის მშვიდობის და ეკონომიკური კეთილდღეობის პროექტი. საქართველოს შეუძლია, როგორც მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მხრივ თავისი წვლილის შეტანა ევროკავშირში, ისე კეთილდღეობის უზრუნველყოფის მხრივ იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის შუა კორიდორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ევროპასა და აზიას ყველას სწრაფად აკავშირებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner