logo_geo
eng_logo
ახალი საცხოვრისით გორის მუნიციპალიტეტში კიდევ ორი ოჯახი დაკმაყოფილდა
- +

7 ივნისი. 2023. 22:18

 

 

ახალი საცხოვრებლით გორის მუნიციპალიტეტში კიდევ ორი ოჯახი დაკმაყოფილდება. მერეთსა და კარალეთში ხის კოტეჯები გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა დაათვალიერა.

 

გორგიშელებისა და შავშიშვილების ოჯახებში იმყოფებოდნენ ასევე გორის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ მურალოვა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

 

არჩილ შავშიშვილის ხუთსულიანი ოჯახი, წლების განმავლობაში ქირით, გორგიშელები კი ავარიულ შენობაში ცხოვრობდნენ. სულ მალე ისინი ხის კეთილმოწყობილ კოტეჯებში გააგრძელებენ ცხოვრებას.

 

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ახალი საცხოვრისით მიმდინარე წელს უკვე 4 ოჯახი დააკმაყოფილა. უსახლკარო ოჯახების საცხოვრისით უზრუნველყოფის პროგრამა მომავალ წელსაც გაგრძელდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner