logo_geo
eng_logo
„გონივრული საგარეო პოლიტიკის მეშვეობით დავუახლოვდით დასავლეთს და ავიცილეთ საფრთხეები რუსეთთან მიმართებაში“
- +

4 სექტემბერი. 2016. 11:43



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ახმეტაში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ სტაბილურობის გარეშე შეუძლებელია სამომავლო გეგმებზე საუბარი.



„ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ სტაბილურობას და შედეგიც სახეზეა. გონივრული საგარეო პოლიტიკის მეშვეობით ჩვენ შევძელით ის, რომ კიდევ უფრო დავუახლოვდით დასავლეთს და ამავე დროს ავიცილეთ საფრთხეები რუსეთთან მიმართებაში.

ჩვენი შემდგომი ამოცანაა ვისაუბროთ ურთიერთობების ნორმალიზაციაზე, მაგრამ რა თქმა უნდა ვერანაირი კომპრომისი ვერ იქნება ტერიტორიული მთლიანობის და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის საკითხებში", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner