logo_geo
eng_logo
ზურაბ ხონელიძე: გილოცავთ, ბატონო როინ. კეთილნაყოფიერი და წარმატებული იქნება თქვენი პრეზიდენტობა ქართული სამეცნიერო სფეროსათვის და მრავალსაუკუნოვან ეროვნულ მეცნიერებას კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანთ!
- +

7 ივნისი. 2023. 23:19

 

 

მაქვს პატივი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის, სტუდენტებისა და ადმინისტრაციის სახელით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტად არჩევა მივულოცო ცნობილ ქართველ მეცნიერს, ისტორიკოსს, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორს, ჩემს მასწავლებელსა და უფროს მეგობარს, აკადემიკოს როინ მეტრეველს.

 

ამ გამარჯვებას, ასევე, ვულოცავ ჩვენს სამშობლოს, სადაც ოდითგანვე განათლება და მეცნიერება მნიშვნელოვანი ასპარეზი იყო ქართველისათვის, ვულოცავ მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას და ქართველ მეცნიერებს, რომლებმაც კარგად უწყიან ბატონ როინ მეტრეველის მნიშვნელობა ქართული მეცნიერებისთვის.

 

ბატონი როინი თანამედროვე საქართველოს გამორჩეული სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეა. წლების მანძილზე ის ხელმძღვანელობდა პირველ ქართულ უმაღლეს სასწავლებელს - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ამ თანამდებობაზე. მან რექტორის სახელო ახალ სიმაღლეზე აიყვანა და ქართველ რექტორებს მოგვცა მაგალითი, თუ როგორი უნდა იყოს ქართული ეროვნული სულისკვეთებისა და ევროპული ფასეულობებისაკენ მიმართული უნივერსიტეტი.

 

დღეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ამაყობს, რომ ასეთი სახელოვანი და ამაგდარი მეცნიერი მისი საპატიო დოქტორი და მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტია.

 

გილოცავთ, ბატონო როინ. კეთილნაყოფიერი და წარმატებული იქნება თქვენი პრეზიდენტობა ქართული სამეცნიერო სფეროსათვის და მრავალსაუკუნოვან ეროვნულ მეცნიერებას კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანთ!

 

პროფესორი ზურაბ ხონელიძე,

 

რექტორი, განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner