ინფრასტრუქტურისა და უძრავი ქონების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის უმაღლესი ჯილდო აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მაიამიში პრეზიდენტმა სუზან გრინფილდმა გადასცა.
მაიამი FIABCI-ის უძრავი ქონების 73-ე მსოფლიო კონგრესს და FIABCI მსოფლიო დაჯილდოვებას 5-9 ივნისს მასპინძლებს.
დღეს მსოფლიო კონგრესმა უძრავი ქონების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის უმაღლესი ჯილდო აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს გადასცა.
კონგრესის მიერ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული პროექტები 8 ივნისს დასახელდება. ბათუმის სტადიონი საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის საერთაშორისო ჯილდოზეა წარდგენილი.
FIABCI მასშტაბური ღონისძიებაა, რომელშიც მსოფლიოს ათასობით წარმატებული კომპანია და 70-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს.